სოზარ სუბარი: გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში
“ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.
“გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და არამეგობრული განწყობა. შეფარულად ეს უკვე დაუკავშირეს ბერლინის კედლის დაცემას, მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს მოლდოვაშიც, თუმცა იქ რევოლუციაზე არ არის საუბარი, საიდანაც ჩანს რომ ისინი პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდებენ საქართველოს,” – აცხადებს სუბარი.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩო წერს: “ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში”.