ლევან წულაძის სპექტაკლი ''ტარტიუფი'' ისრაელში

  კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი 2014 წლის მაისში ისრაელში ლევან წულაძის სპექტაკლით „ტარტიუფი“ გაემგზავრება. ერთი თვის განმავლობაში ივნისამდე მარჯანიშვილის თეატრი ისრაელის საერთაშორისო ფესტივალზე სწორედ ამ სპექტაკლით წარდგება. პროექტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება გასტროლები, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მიერაა ინიცირებული. იგი ქართველი ხელოვანების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას, ქართული თეატრების საზღვრებს გარეთ გასვლასა და მათ განვითარებას უწყობს ხელს და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები