მერაბ ბოჭოიძე გურამ ოდიშარიას მრჩევლად დაინიშნა

  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, – ამის შესახებ განცხადებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. “2014 წლის 24 თებერვალს განხორციელდა საკადრო ცვლილება – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები