არქივი

2022

რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდებს, გაერთიანებიდან არ გარიცხონ

რუსეთმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, "უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე" და, უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხონ. ამის შესახებ "როსტურიზმის" ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ განაცხადა. დოგუზოვა…

დანიის პრემიერმინისტრი: ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის…

ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ…

ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს…

“ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამთ” – კადიროვმა იაპონიას საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ხელმძღვანელად ხელდასმული, რამზან კადიროვი იაპონიას საპასუხო სანქციებს უწესებს. როგორც მან ტელეგრამის არხზე დაწერა, გაკვირვებული იყო იაპონიის გადაწყვეტილებით, რომელმაც პირადად მის წინააღმდეგ დააწესა სანქციები.…

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა 8 მარტი აფხაზეთის ომის ვეტერან ქალს…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი სამხედრო ექიმს, აფხაზეთის ომის ვეტერანს ნაირა ურუშაძეს მიულოცა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის…

BP რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეისყიდის

British Petroleum-ი (BP) რუსული ნავთობისა და გაზის შესაძენად ახალი გარიგებების დადებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მანამდე, მსგავსი განცხადება Shell-ის ხელმძღვანელობამ გააკეთა. ბრიტანული კომპანიები რუსეთის ფედერაციის…

ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სანქციების ქვეშ მოექცა ბელარუსიც, რომელიც ომში რუსეთს დახმარებას უწევს და…

გიორგი შარაშენიძე: ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირში…

"ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების და სამოქალაქო სექტორის მუშაობის კოორდინაციას", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“…

ჯანმო: უკრაინის საავადმყოფოებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმები გაიზარდა –…

ბოლო დღეებში უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმები გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ…