რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდებს, გაერთიანებიდან არ გარიცხონ

რუსეთმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, “უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე” და, უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხონ. ამის შესახებ “როსტურიზმის” ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ განაცხადა.

დოგუზოვა აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხები არ არის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომპეტენცია.

ცნობისთვის, დღეს, 8 მარტს მადრიდში დაგეგმილია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთისთვის წევრობის შეჩერების განსახილველად გენერალური ასამბლეის მოწვევის საკითხი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები