ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, – ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა. „დღეს ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა”, – წერს დანიის სამეფოს პრემიერმინისტრი.