ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სანქციების ქვეშ მოექცა ბელარუსიც, რომელიც ომში რუსეთს დახმარებას უწევს და ჯარის საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინაში შეყვანაში ეხმარება.

ევროკავშირის ელჩები დღეს, 8 მარტს, 14:00 საათზე სანქციებს უფრო დეტალურად განიხილავენ.

არსებული ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს:

სამი ბელარუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას;

ევროკავშირის შავ სიას რამდენიმე რუსი ოლიგარქი და დეპუტატი დაემატება;

ევროკავშირიდან რუსეთში საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტი აიკრძალება;

ევროკავშირი მონიტორინგს გაუწევს კრიპტოვალუტებს, რათა რუსეთმა ისინი სანქციების გვერდის ავლის მიზნით არ გამოიყენონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები