არქივი

2015

პრემიერი: ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშზე საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული მიღწევა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა…

ეკა ბესელია: NDI-ის კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა

უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ NDI-ის კვლევის ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს ვერ ენდობა. დეპუტატის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შედეგები არცერთ კვლევას არ ემთხვეოდა.…

პარიზის ტერაქტების შემდეგ მათი ორგანიზატორი პოლიციამ სამჯერ გააჩერა და სამივეჯერ გაუშვა

სააგენტო „ფრანს-პრესი“ სკანდალურ მასალას აქვეყნებს, რომელიც პარიზის 13 ნოემბერს ტერაქტების გამოძიებას ეხება. როგორც სააგენტოს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, პარიზის ტერაქტების ორგანიზატორმა სალაჰ აბდესლამმა, ბელგიის საზღვრის…

სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, რომ სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს. კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას დღეს 2015…

ახალი სკანდალური ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმეში

ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დღეს,მისი დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ სახელმწიფო კანცელარიას მიაკითხა, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შევიდა და მისი სეიფი სრულიად გამოაცარიელა. ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სანდო წყაროზე…

ნინო გვენეტაძე: კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა სასამართლოს შვებას მისცემს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე რეფორმის პრობლემაა. მისი თქმით, კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა შვებას მისცემს სასამართლოს. "ამას დაემატა ისიც,…

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა. კვლევის მიხედვით, თუ 2015 წლის აგვისტოში…

ვახტანგ კაპანაძე: საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება. მისი თქმით, საქართველოსთვის გვარდიელები ძალიან რთულ მისიას ასრულებენ. ვახტანგ კაპანაძემ…

შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ  გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია.…