პარიზის ტერაქტების შემდეგ მათი ორგანიზატორი პოლიციამ სამჯერ გააჩერა და სამივეჯერ გაუშვა

სააგენტო „ფრანს-პრესი“ სკანდალურ მასალას აქვეყნებს, რომელიც პარიზის 13 ნოემბერს ტერაქტების გამოძიებას ეხება. როგორც სააგენტოს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, პარიზის ტერაქტების ორგანიზატორმა სალაჰ აბდესლამმა, ბელგიის საზღვრის გადაკვეთამდე, სამჯერ შეძლო საფრანგეთის პოლიციის ბლოკ-საგუშაგოების გავლა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აბდესლამი და კიდევ ორი პირი ბელგიის გზაზე პოლიციამ სამჯერ გააჩერა. პირველი გაჩერების დროს ტერორისტებმა პოლიციელებთან საუბარში აღიარეს, რომ მარიხუანას ეწეოდნენ, მაგრამ ისინი გაუშვეს. მესამე პოსტზე კი აბდესლამმა პოლიციას თავისი ბრიუსელის მისამართიც კი უთხრა, სადაც ბელგიის პოლიციამ მოგვიანებით ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.
აბდესლამთან ერთად მანქანაში მყოფი პირები – ხამზა ატუ და მოჰამედ ამრი დაკავებულები არიან. მათ პოლიციას უთხრეს, რომ აბდესლამი ავტომობილის აფეთქებით ემუქრებოდა და ისინი იძულებულები იყვნენ, ტერორისტი ბრიუსელში წაეყვანათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები