ნინო გვენეტაძე: კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა სასამართლოს შვებას მისცემს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე რეფორმის პრობლემაა. მისი თქმით, კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა შვებას მისცემს სასამართლოს.
“ამას დაემატა ისიც, რომ საქმეების რაოდენობამ იმატა და გაორმაგდა. ასევე მოუწია ის ეტაპი, რომ ბევრ მოსამართლეს, მათ შორის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურა და შეუწყდა უფლებამოსილება.
არსებული საქმეები კი სასამართლო სისტემაში მომუშავე სხვა მოსამართლეებზე გადანაწილდა, ამიტომ არის, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულია კონკურსი. რაღაც ნაწილი დაინიშნება მოსამართლეებად და განწესდება სასამართლოებში. ამით სასამართლოს ექნება გარკვეული შვება, რაც გონივრული რაოდენობის საქმეთა გადანაწილებას უზრუნველყოფს მოსამართლეთა მიმართ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები