ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, თუ 2015 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 28% აცხადებდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, 2015 წლის ნოემბერში მათი რიცხვი 4%-ით შემცირდა და 24% შეადგინა.
2015 წლის აგვისტოში, გამოკითხულთა 47% ფიქრობდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა 2015 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 11%-ით გაიზარდა და 58% გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები