ეკა ბესელია: NDI-ის კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა

უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ NDI-ის კვლევის ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს ვერ ენდობა. დეპუტატის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შედეგები არცერთ კვლევას არ ემთხვეოდა.
“კვლევას ერთი და იგივე ორგანიზაცია ატარებს და კითხვები, რომელიც წინა პერიოდში ისმებოდა, ისევ რჩება. ამასთან, შეიძლება ტენდენციებს დავაკვირდეთ. ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს სანდოობის კუთხით არ შევხედავდი. ეს ციფრები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა. აქ შეიძლება საყურადღებო იყოს ტენდენციები. ის, რომ გამოკითხულთა 60%-ზე მეტი თავის არჩევანს არ ამბობს, ეს ამ კვლევის შეფასების თვალსაზრისით ძალიან სუსტი მხარეა, იმიტომ რომ, შეუძლებელია ისაუბრო სანდოობაზე, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა თავის აზრს არ გეუბნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი დროა იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება.
“ეს შეიძლება იყოს პირობითი, მაგრამ არა რეალური ციფრები. ჩვენ შეგვიძლია რეალურ მონაცემებს დაველოდოთ, როცა არჩევნები იქნება. უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ საპარლამენტო მმართველობის პერიოდში ვის ანდობს თავის მომავალს”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები