შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ  გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია. სასამართლო დარბაზში პოლიციელები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები