კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

ხარკოვში უკრაინული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ხარკოვის ოლქში, ზოლოჩოვის დასახლებულ პუნქტში, უკრაინული ტელეარხის „112 უკრაინა“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტები ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდნენ. თავდამსხმელებმა ჟურნალისტ ოლეგ რეშეტნიაკ სცემეს.…

საბერძნეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კიევის სასამართლომ რუსი ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

კიევის სააპელაციო სასამართლომ „რაშა თუდეის“ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა. ჟურნალისტი მოთხოვნის შესაბამისად სასამართლოში ან გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაცია…

ირანელმა ჟურნალისტმა შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა

ირანული გამოცემის „მოჯ“-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამირ - ტოჰიდ ფაზელმა შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა. ფაზელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს ჩრდილოეთ ევროპის ტურნეში ახლდა. NEWSru.co.il-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირანელმა…

უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

უკრაინის  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რაისა ბოგატირიოვა მესაზღვრეებმა დააკავეს და ეროვნულ პოლიციას გადასცეს. ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მინისტრი უკრაინაში დაბრუნდა, ამჟამად კი ის დროებით იზოლატორშია მოთავსებული. ბოგატირიოვას აღკვეთის…

უკრაინაში კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ დრაგობიჩში, კორპუსში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა. აფეთქების შედეგად ოთხსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა, 13 ბინა მთლიანად დაინგრა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, 6…

მექსიკის ერთ-ერთ ბარში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ვერაკრუსის შტატის ქალაქ კოაცალკოალკოსში ბარ ,,El Caballo Blanco''-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, 13 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთაგან 8 ქალია და 15 კაცი, დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან. მომხდარის…

იაპონიის სამი პრეფექტურიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს

იაპონიის ხელისუფლება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამი პრეფექტურიდან 847, 5 ათასი ადამიანის ევაკუაციას ახორციელებს. ამის მიზეზი გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხე გახდა. როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს, 14…

ტრამპმა პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული ციკლონი „დორიანი“ გახდა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ამერიკის ლიდერმა ასევე ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.…

რუსეთში მუშებს მშენებარე შენობის კედელი დაეცათ – ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

ნოვოსიბირსკში მშენებარე შენობის კედელი ჩამოინგრა. როგორც რუსულ მედიას რეგიონის ექსტრემალურ სამსახურში განუცხადეს, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 12 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ, მომხდარის მიზეზის დადგენა დაწყებულია.