იაპონიის ხელისუფლება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამი პრეფექტურიდან 847, 5 ათასი ადამიანის ევაკუაციას ახორციელებს.
ამის მიზეზი გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხე გახდა.
როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს, 14 ქალაქში 355 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირას არის.
მანამდე სამი დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, ქალაქ საგას რკინიგზა დატბორილია.
მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში წვიმებს ვარაუდობენ.