Global Terrorism Index 2026: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნულოვან ნიშნულზეა, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცევს

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტერორიზმის კუთხით.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ში წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია. ქვეყანა გლობალური ტერორიზმის ინდექსის (Global Terrorism Index-GTI) 2026 წლის უახლეს რეიტინგში 1-დან 100-მდე მზარდი შკალით 77-ე ადგილზეა.

Global Terrorism Index ეფუძნება გამოთვლებს, რომლებიც ისეთ მაჩვენებლებზე არის დაფუძნებული, როგორიც არის ტერორისტული ინციდენტები, დაღუპულთა რიცხვი, მძიმე შედეგები, მძევლების აყვანა, ანტიტერორისტული ზომები, ტერორიზმის გამოძიების ეფექტურობა და მრავალი სხვა პარამეტრი.

საქართველომ, 2025 წელთან შედარებით, წლევანდელ რეიტინგში 0.506 ქულით პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 76-დან 77-ე ადგილზე გადავიდა. ტერორიზმის საფრთხის ყველაზე დაბალი დონით ქვეყანა ისეთი ქვეყნების ჯგუფშია, როგორიც არის იაპონია (75), ფინეთი (74), სლოვაკეთი (73) და დანია (70).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები