მექსიკის ერთ-ერთ ბარში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ვერაკრუსის შტატის ქალაქ კოაცალკოალკოსში ბარ ,,El Caballo Blanco”-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, 13 მძიმედ დაშავდა.
დაღუპულთაგან 8 ქალია და 15 კაცი, დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გაზეთი Razon წერს, რომ ბარს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ეს ვერსია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები