კიევის სასამართლომ რუსი ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

კიევის სააპელაციო სასამართლომ „რაშა თუდეის“ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა.
ჟურნალისტი მოთხოვნის შესაბამისად სასამართლოში ან გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდოს და მოწმეებთან კონტაქტისგან თავი შეიკავოს.
ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს.
მას ბრალად თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი ედება. ჟურნალისტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები