ანდრეი სიბიგა: რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინულ დრონებს განზრახ აგზავნის

დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დრონების ინციდენტები რუსეთის მიერ განზრახ იყო პროვოცირებული, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან, კაია კალასთან ერთად კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არასდროს განუთავსებია დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობს ქვეყნების მომავალში მსგავსი ინციდენტებისგან დასაცავად.

„გარდა ამისა, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან აბსოლუტურად განზრახ და მიზანმიმართულ ქმედებებზე“, – განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, ამჟამად არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია განზრახ ამისამართებს დრონებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, „იმისათვის, რომ ეს ინციდენტები საკუთარი საინფორმაციო მიზნებისთვის გამოიყენოს“.

„მადლობელი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინელების, რომლებიც ჩვენთან ერთად ნათლად აცხადებენ: „ამ ინციდენტების მიზეზი რუსეთშია“. სწორედ რუსეთის ომმა შექმნა ყველა ეს საფრთხე და სწორედ რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება“, – დასძინა უკრაინელმა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები