ტრამპმა პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული ციკლონი „დორიანი“ გახდა.
ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
ამერიკის ლიდერმა ასევე ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.
პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ვანდა ვასკეს გარსედმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
შტორმი პუერტო-რიკოს ბარბადოსიდან უახლოვდება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 63-დან 92 კმ მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები