უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს
უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რაისა ბოგატირიოვა მესაზღვრეებმა დააკავეს და ეროვნულ პოლიციას გადასცეს.
ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მინისტრი უკრაინაში დაბრუნდა, ამჟამად კი ის დროებით იზოლატორშია მოთავსებული.
ბოგატირიოვას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.
ყოფილი მინისტრი ძებნაში 2014 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, მას ბრალად 2012 წელს დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების მითვისება ედება.
2015 წლის იანვრიდან კი ბოგატირიოვაზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.