ბაჩო ახალაია: ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, ხელისუფლების დამხობაა
“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს”,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავამხო ხელისუფლება, ზედმეტ ბრალს ვერავინ წამიყენებს, რადგან რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არაა, ის ყველაფერი დაშვებულია. შესაბამისად, მე ვამბობ, ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, ხელისუფლების დამხობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს, ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ,” – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.