ირანელმა ჟურნალისტმა შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა

ირანული გამოცემის „მოჯ“-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამირ – ტოჰიდ ფაზელმა შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა.
ფაზელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს ჩრდილოეთ ევროპის ტურნეში ახლდა.
NEWSru.co.il-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირანელმა ჟურნალისტმა თქვა, რომ „შვედეთში ჩასვლის დროს, თეირანიდან კოლეგებმა შემატყობინეს, რომ სააგენტოში 4 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მივიდა, რომლებსაც ჩემი დაკავების ორდერი ჰქონდათ. მინისტრის დელეგაციაში 48 დაცვის წევრია, ისინი სულ გვითვალთვალებდნენ. გაქცევა მარტივი არ იყო“.
მისი თქმით, დაკავების ორდერის გაცემა ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება.
ჟურნალისტის თქმით, მან იმ პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ვინაობა დაადგინა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები