ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე, რესტორანთან ჩხუბის შედეგად საქართველოს 31 წლის მოქალაქე დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა. Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა.
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი მათგანი, 31 წლის მამაკაცი, მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს გულმკერდში მიყენებული ჭრილობით. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიება გრძელდება.