შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.