ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით შეიყვანეს – დაწყებულია გამოძიება

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით შეიყვანეს, სავარაუდოდ, ის ნაცემია.

ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც იგი ქუთაისისა და იმერეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები