ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ “ხანუმას” პრემიერა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ “ხანუმას” პრემიერა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა.
‘რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი – ანუკი ცქვიტინიძე, წარმოდგენაში გაჟღერებული სიმღერების ტექსტების ავტორი – ანა ნიკოლავა.
სპექტაკლში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა დაესწრო.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა”, – წერია ინფორმაციაში.
