სომხურ ეკლესიას მიწის საკუთრების უფლება ჩამოერთმევა
სომხეთის ხელისუფლება აპირებს, გააუქმოს ეკლესიის საკუთრება მიწის ნაკვეთებზე და მხოლოდ მათი უსასყიდლოდ გამოყენების უფლება დატოვოს,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მიწის კოდექსში ცვლილებების პროექტი ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და ის კოდექსში იმ შესაბამის მუხლს გააუქმებს, რომელიც მთავარ საკათედრო ტაძარს ეკლესიის მიწებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს.
მედიის ინფორმაციით, მიწის სტატუსის შეცვლა ხელისუფლებასა და უმაღლეს სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა, რომელიც გამწვავდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ იერარქების წინააღმდეგ გაკეთებული მკაცრი განცხადებებისა და მისი ინიციატივის შემდეგ, შეეცვალა კათოლიკოსის არჩევის პროცედურა, რითაც გაძლიერდა სახელმწიფოს როლი.