“თუ ოპოზიციას ლიდერად ზურა ჯაფარიძე წარმოუდგენია, კარგად ყოფილა „ნაცმოძრაობის“ საქმე” – არჩილ გორდულაძე
“წლებია, ზურა ჯაფარიძისნაირი დამნაშავეების ერთობა და ფრონტი უკვე შეკრულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მხილებულნი არიან არაერთ დანაშაულში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, თუ ოპოზიციას ლიდერად ზურა ჯაფარიძე წარმოუდგენია, “კარგად ყოფილა „ნაცმოძრაობის“ საქმე”.
“თუ ოპოზიციას ლიდერად ზურა ჯაფარიძე წარმოუდგენია, კარგად ყოფილა „ნაცმოძრაობის“ საქმე. ეს ის ადამიანია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მივიდა და რაც გააკეთა, საზოგადოებას ახსოვს – მშვიდობაში მოიხმარონ“, – განაცხადა გორდულაძემ.