აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ონლაინ ცენზურასთან დაკავშირებულ ხუთ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Secretary Marco Rubio holds a meet and greet with employees and families of U.S. Embassy Panama City in Panama City, Panama, February 2, 2025. (Official State Department photo by Freddie Everett)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ხუთ უცხოელ პირს, რომლებიც, ოფიციალური განმარტებით, ამერიკული ონლაინ პლატფორმების მიმართ ზეწოლასა და მასალების ცენზურაში მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის სიტყვის თავისუფლების დაცვას უცხოეთიდან მიმდინარე ჩარევისგან.

ვიზის აკრძალვა შეეხო ევროპელ პოლიტიკურ და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებულ ფიგურებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსანსა და რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებიც მუშაობდნენ დეზინფორმაციისა და ონლაინ კონტენტის რეგულირების მიმართულებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადამწყვეტ ზომებს იღებს ხუთი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ორგანიზებულ ძალისხმევას, რისი მიზანიც არის, ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე არ დაუშვან იმ ავტორების მასალების გამოქვეყნება, რომელთა შეხედულებებსაც ისინი არ ეთანხმებიან, მოახდინონ ამ მასალების ცენზურა და შელახონ მათი ავტორების რეპუტაცია. ეს რადიკალი აქტივისტები და მებრძოლი განწყობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები აძლიერებენ უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებულ ცენზურულ ზომებს, მათი ქმედებები მუდმივად მიმართულია ინგლისურენოვანი კონტენტის შემქმნელებისა და ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით მივედი დასკვნამდე, რომ მათი შეერთებულ შტატებში შესვლა, ყოფნა ან საქმიანობა შეიძლება, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში.

აკრძალვაში მოხვედრილი პირები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მიზნად ისახავდა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა ცენზურის განხორციელებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მზად არიან, გააფართოონ ეს სია, თუ სხვა უცხოელი აქტორები კურსს არ შეცვლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები