წილოსანი – ფასების შემცირებაზე: ამ საკითხებს სჭირდება სპეციალური ჩაღრმავება, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხვრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი

“ამ საკითხებს სჭირდება სპეციალური ჩაღრმავება იმისთვის, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხვრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ფასების შემცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„პროცესი ასევე გაგრძელდება პარლამენტში საგამოძიებო კომისიით, იმ კომისიით, რომელმაც უნდა შეისწავლოს და საჯარო განხილვები მოაწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს მივიღებთ ამ ყველასთვის საჭირბოროტო საკითხზე“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მიაღწიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები