ნინო წილოსანი – ყოფილი ევროკომისრის დასანქცირებაზე: დადგა დრო, როდესაც ცენზურასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ამდენი ხნის მანძილზე ისჯებოდა, აშშ-მა რეაგირება გააკეთოს

“დადგა დრო, როდესაც ცენზურასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ამდენი ხნის მანძილზე ისჯებოდა, აშშ-მა რეაგირება გააკეთოს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ყოფილი ევროკომისრის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან საინტერესო ურთიერთობას ვხედავთ აშშ-ისა და ევროპის იმ კონკრეტულ ბიუროკრატებს შორის, რომლებზეც ჩვენც არაერთხელ განგვიცხადებია მათი მხრიდან უსამართლო მიდგომების შესახებ. ახლა დადგა დრო, როდესაც ცენზურასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ამდენი ხნის მანძილზე ისჯებოდა, აშშ-მა რეაგირება გააკეთოს. სანქციები დაუწესდათ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამ იდეას ემსახურებოდნენ. პროცესი მიდის გაჯანსაღებისკენ და ვფიქრობ ის, რაც აშშ-დან დაიწყო – აგენტოკრატიის და უცხოური გავლენების ნგრევა, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, წარმატებით უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის შემთხვევაშიც“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები