უკრაინის პრეზიდენტმა ომის შედეგად მიყენებული ზარალი 800 მილიარდ დოლარად შეაფასა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომის შედეგად მიყენებულ მთლიან ზარალს 800 მილიარდ დოლარად აფასებს.

იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ამ თანხებს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის სხვადასხვა ფონდიდან მოიზიდავს.

„რუსეთის ომის შედეგად მიყენებული ზარალის ჩვენი საერთო შეფასება 800 მილიარდი დოლარია. სწორედ ამას განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას, შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროპას შორის ომის დასრულების შესახებ ძირითადი დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ფონდის შექმნას უკრაინის ეკონომიკის აღდგენის, დაზიანებული ტერიტორიებისა და რეგიონების რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად.

„მიზანი იქნება 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა კაპიტალის, გრანტების, ვალის და კერძო სექტორის შენატანების მეშვეობით, რათა უკრაინას თავისი სრული პოტენციალის რეალიზებაში დაეხმაროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები