დიმიტრი სანაკოევი აგვისტოს ომის მოვლენებზე- [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა, უბრალოდ, იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო – გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში დიმიტრი სანაკოევი საუბრობს.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ სად ნახა მერაბიშვილი გორში, სანაკოევმა განაცხადა, რომ „სადღაც სამხედრო ნაწილის შტაბში იყო“.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ.

„[მასთან ერთად]  შინაგან საქმეთა  და თავდაცვის მინისტრები იყვნენ. მათ გარშემო იყვნენ ოფიცრები, გენერლები,  თბილისიდან ჩამოსული ხალხი. [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა. უბრალოდ იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო. მშვიდი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ, უჭირდათ“.-განაცხადა სანაკოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები