გურამ მაჭარაშვილი: კოდორი და ახალგორი არის მტკივნეული საკითხი ჩვენთვის
„კოდორი და ახალგორი არის ასევე მტკივნეული საკითხი ჩვენთვის, რომელიც სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოხვდა აბსოლუტურად გააზრებულად ოკუპირებულ ტერიტორიებში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კოდორი და ახალგორი არის ასევე მტკივნეული საკითხი ჩვენთვის, რომელიც სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოხვდა აბსოლუტურად გააზრებულად ოკუპირებულ ტერიტორიებში. საერთოდ არ იყო სამართლებრივად იმ სივრცეში, რაც დაიკავეს ოკუპანტებმა. უშუალოდ იმ ადამიანებისგან მოვისმენთ სამ საკითხზე მოსაზრებებს, 2008 წლის ომის პროცესებში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტებთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძეს გელა შერმადინს, სიმონ გასვიანსა და თორნიკე გერლიანს მოუსმენენ.