კომისიის შედეგი ცნობილია – რა გახდა „პეგასუსის“ თვითმფრინავის მოცურების რეალური მიზეზი?

   სპეციალური კომისიის კვლევამ აჩვენა,რომ ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი ავიალაინერის მოცურების მიზეზი მისი ძრავის გაუმართაობა გახდა – ამის შესახებ პორტალ “კვირას“ კომისიის ხელმძღვანელმა დავით გიუნაშვილმა განუცხადა.
მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ “პეგასუსის“ თვითმფრინავის მოსრიალება ასაფრენ-დასფრენი ზოლის მოყინულობამ გამოიწვია არასწორია, რადგან ზოლი გაწმენდილი იყო.
“პეგასუსი“ კუთვნილ ავიალაინერის ასაფრენი ზოლიდან გადასვლა საწყის ეტაპზე, ძრავების არანორმალურმა მუშაობამ გამოიწვია. კერძოდ, მარჯვენა ძრავის გაუმართაობამ. სწორედ ამის გამო, ხომალდის მეთაურმა ფრენის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ ავიალაინერი მოსრიალება ასაფრენ-დასფრენი ზოლის მოყინულობამ გამოიწვია. ეს ზოლი გაწმენდილი იყო და ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე თვითმფრინავი შეუფერხებლად აფრინდა“, – განუცხადა “კვირას“ დავით გიგუნაშვილმა.
მისივე განცხადებით, “პეგასუსის“ თვითმფრინავმა აფრენამდე შესაბამისი ტექნიკური პროცედურები გაიარა და აფრენამდე ლაინერი სრულად გამართული იყო.
“ მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ლაინერებსაც შეიძლება დაემართოს იგივე რამ, ამისგან დაზღვეული არ ვართ. ფაქტია, რომ აფრენამდე ლაინერს ყველა შესაბამისი ტექნიკური პროცედურა ჩაუტარდა და ის მწყობრში იყო. თუმცა მოხდა ის რაც მოხდა“,-განუცხადა “კვირას“ კომისიის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, თუ ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, გიუნაშვილი აცხადებს, რომ – არავის, რადგან მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “პეგასუსის“ თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ბორტზე 124 მგზავრი იმყოფებოდა.
კომპანიამ მგზავრების გადასაყვანად ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისი შეასრულა.
ფაქტის შესასწავლად თურქეთიდან, „პეგასუსის“ სათავო ოფისიდან, 3 უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა.
იმ ავიალაინერს კი, რომელიც გუშინ მოცურდა კომისიამ სტამბულის მიმართულებით ტექნიკური ფრენის უფლება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები