თურქეთის მიმართულებით ფრენა ისევ გადაიდო – „თურქიშ ეარლაინსმა“ ჩამსხდარი მგზავრები უკან გადმოსვა

  „თურქიშ ეარლაინსის“ მიერ თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისი, რომელიც 9:45 წუთზე უნდა შესრულებულიყო, მეორედ გადაიდო, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აცნობეს. ამ წუთებში აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრები უკან გადმოჰყავთ. თვითმფრინავი სტამბოლში, საბიჰა გოგჩენის აეროპორტში უნდა დაფრენილიყო. დღეს თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო, მათ შორის იყო რიგის, მიუნხენის და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისები.
თურქეთის მიმართულებით რეისი დღეს კომპანია „პეგასუსმაც“ გადადო. “პეგასუსს” დღეს დილით აფრენისას პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი აფრენის მზადების დროს მოცურდა და მგზავრები ტერმინალზე გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები