“ძალიან მოგვენატრა დინამო არენა, სადაც საბერძნეთთან ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია” – ხვიჩა კვარაცხელია

“ძალიან მოგვენატრა დინამო არენა, სადაც საბერძნეთთან ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე და დაიწყება შეხვედრა. ბედნიერები ვართ აქ დაბრუნებით. ამ სტადიონთან ბევრი ემოცია გვაკავშირებს და ეს სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პსჟ-ში გადასვლით ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რადგან პატივს მცემენ და ეს მეხმარება, რომ მეტი ვიშრომო და კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ ფეხბურთზე. დიდი გამოცდილება ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ, ეს ნაკრებში გამოვიყენო”, – ამბობს კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები