“ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი მაქვს” – ვილი სანიოლი

“შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს. ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი მაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში გვიბრუნდება გურამ კაშია, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოერგება იმ ახალ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც სომხეთში ვითამაშეთ”, – აცხადებს სანიოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები