“მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025” 23 მარტს გაიმართება
მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად “საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციისა” და “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” პარტნიორობის ფარგლებში თბილისში 2025 წლის 23 მარტს გაიმართება.
ღონისძიებაზე მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნებათ.
ამავე დღეს გაიმართება მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
სიმპოზიუმის ორგანიზატორის, თეა ადუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილება, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულებების პრობლემური ასპექტები, 2024-2025 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი, მოლაპარაკებები და სხვა.
„დამსწრე საზოგადოება სპიკერებს შორის იხილავს ნინო ლიპარტიას, მარიეტა მაჭარაშვილს, ეკა რუხაძეს, ლალი ბადრიძეს… ხოლო მეწარმეებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ: აუდიტორული მიმართულებით – მარიამ ჯიბუტი და ეკა რუხაძე, იურიდიული მიმართულებით – ნინო ლიპარტია, მარიამ სულაძე და მარიამ სიჭინავა, ბუღალტერიის მიმართულებით – ია მარკოიძე და შორენა მანძულაშვილი. პარალელურად, გაიმართება მეწარმე ქალთა ძალიან საინტერესო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც. აქვე აღვნიშნავ, რომ სიმპოზიუმზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 18 მარტია“, – აღნიშნა თეა ადუაშვილმა.
ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” 23 მარტს, 12:00 სთ-ზე დაიწყება.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/iKwXcyKwf72BWkst6
საკონტაქტო პირი: თეა ადუაშვილი
საკონტაქტო ტელეფონი: 557 00 15 55
ცნობისთვის, საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს.