დავით სონღულაშვილი: გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

„გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა დღევანდელ გარემოსდაცვით აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად საზოგადოების გაერთიანება და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.

„22 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღე -„დედამიწის საათი“ აღინიშნება. საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერთი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები