პოლონეთში, საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება
„პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება,”- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალური საკონსულოს გახსნისთვის საჭირო პროცედურები პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 11 თებერვალს დასრულდა.
“გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო ქ. კრაკოვში იქნება განთავსებული და გახსნის ოფიციალური ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს ზემოაღნიშნულ საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,”- წერია ინფორმაციაში.