ნინო წილოსანი – ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე: არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები

არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე საუბრისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს, მისი ფონდის დაყადაღების შესახებ.

„არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა ეს თანხები და მათ შორის, პირდაპირ, რაც დანაშაულის ხელშეწყობაა, ეს არის იმ ადმინისტრაციული სახდელების გადახდა, რომელიც წესით, უნდა იყოს შემფერხებელი ბარიერი დანაშაულის ჩადენისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თუ მის ფონდს ყადაღა აეხსნება, შეგროვებულ თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები