ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, მემორანდუმს ხელი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი მამაცაშვილმა მოაწერეს.

„დღესვე, 21 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარესთან გიორგი მამაცაშვილთან, ჟურნალისტთა ფედერაციის წარმომადგენლებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე და ომისა და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებთან, სტუდენტებთან, ოპერატორებთან, ფოტოკორესპონდენტებთან;

სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი, ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეები ჯაბა ხუბუა და გოჩა ხუნდაძე, ჟურნალისტთა ფედერაციის მდივანი თეიმურაზ ქორიძე; ჟურნალისტები: მამუკა არეშიძე, თენგიზ პაჭკორია, გოგიტა მელიქიძე, ირინა გოგოსაშვილი, კობა ბენდელიანი, იური მეჩითოვი, ბესო ჩუბინიძე, მალხაზ გულაშვილი, ქეთი ხომერიკი, ეკა გულუა, შახვალდ აივაზოვი, ირაკლი გედენიძე, ქეთი ხოსიტაშვილი, დარეჯან კვარაცხელია, გიზო ქუტიძე, თამუნა დუღაშვილი, თეიმურაზ კვირკველია, გურამ გორელიშვილი, ზაირა მიქატაძე და სხვები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები ჯანდრი უბირია, მირონ ჩიგოგიძე, ვლადიმერ იმნაძე, ნიკოლოზ კვეზერელი და სხვები, გარდაცვლილი ოპერატორის ჯანო ინაძისა და ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის მეუღლეები, გარდაცვლილ ვეტერანთა შვილები…

ვეტერანთა სამსახურისა და ჟურნალისტთა ფედერაციის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლოდ რამდენიმე ღონისძიება დაანონსდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#21მარტიქართულიჟურნალისტიკისდღეა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები