აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ, ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებების გათვალისწინებით 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

მთავრობამ განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული გაძლიერებით არის განპირობებული.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები