პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა.

შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის (MMA), ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები