ოთარ გრიგოლია: „ოპოზიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად უნდა იჯდეს და თავის საქმეს აკეთებდეს, ცდილობს მერიის გაჯანსაღების პროცესი ვიწრო პოლიტიკური მიზნით პარაზიტულად გამოიყენოს“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია დედაქალაქის მერიაში, კერძოდ თბილისის ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესი მათი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. როგორც ოთარ გრიგოლიამ განმარტა, თბილისის ბაგა-ბაღები სახაზინო დაფინანსებაზე გადადის და ბევრი რამ იცვლება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ მსგავსი თემებით მანიპულირება და მავნებლობა.

„ოპოზიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად უნდა იჯდეს და თავის საქმეს აკეთებდეს, ცდილობს მერიის გაჯანსაღების პროცესი ვიწრო პოლიტიკური მიზნით პარაზიტულად გამოიყენოს. თბილისის ბაგა-ბაღები სახაზინო დაფინანსებაზე გადადის, რაც ბევრ რამეს შეცვლის. შესაბამისად, მიმდინარე ოპტიმიზაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ბაღებმა ჯანსაღი ფუნქციონირება გააგრძელონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ საკითხების პოლიტიკურად გამოყენება, რომელიც დღეს ქალაქში, ქალაქისვე ინტერესების სასარგებლოდ მიმდინარეობს, არის მავნებლობა, რომელსაც ოპოზიცია უკვე წლებია ეწევა“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები