“საქართველოს მოხალისეთა პირველი ეროვნული კონფერენცია”

 გაიმართება დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, “საქართველოს მოხალისეთა პირველი ეროვნული კონფერენცია” გაიმართება. კონფერენციას მშვიდობის კორპუსის, ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსის“ კასპის ახალგაზრდული თვითმმართველობის სკოლის და სხვადასხვა ორგანიზაციის მოხალისეები და ამ სფეროს მხარდამჭერები დაესწრებიან. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და შეკითხვები დაუსვან წარმატებულ ადამიანებს, გახდნენ კეთილი საქმის და დიდი გამოცდილების გამზიარებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები