საქართველო არის გლობალური ფინტექ სისტემის პიონერი ქვეყანა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო გადასახადების გადახდა ღია ბანკინგის გამოყენებით და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით

მსოფლიოში პირველი ინოვაცია – საქართველო, კერძოდ კი, საქართველოს შემოსავლების სამსახური მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც დანერგა გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტის კონვერტაციის და ღია ბანკინგის საშუალებით. გადასახადების გადახდის ეს ინოვაციური მეთოდები ახალ სტანდარტს ქმნის სახელმწიფოს ფინანსურ სერვისებში.

ელიტარულ კლუბში გაწევრიანება – ამ დრომდე, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში – მათ შორის შვეიცარიაში, სინგაპურში, ესტონეთში და აშშ-ის განსაზღვრულ შტატებში (როგორიცაა კოლორადო), იყო დაშვებული გადასახადების კრიპტო, ვალუტის კონვერტაციის გზით გადახდა; საქართველო ახლა ამ ფინტექ პიონერებს შორისაა, რომლებიც ინოვაციურ ფინანსურ სისტემას ქმნიან;

ღია ბანკინგი გადასახადებისთვის – ღია ბანკინგი გვაძლევს საშუალებას ჩვენი თანხები უფრო თავისუფლად განვკარგოთ. ღია ბანკინგით გადახდის პროცესი ხდება უფრო მარტივი, სწრაფი, უსაფრთხო და იაფი. ეს ინოვაციას წარმოადგენს ფინანსურ სექტორში და დღემდე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ფინანსურ სისტემას აქვს ინტეგრირებული ღია ბანკინგი, როგორც გადასახადების გადახდის ერთ-ერთი მეთოდი. საქართველო ლიდერია ამ ინოვაციური, ციფრული და მარტივი გადახდის მეთოდის დანერგვაშიც.

ტრადიციული და ციფრული ფინანსების გაერთიანება – ეს ინიციატივა აქცევს საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომელმაც ოფიციალურად მიიღო ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პრინციპები ეროვნულ საგადასახადო სისტემაში.

გლობალური ბიზნესისა და კრიპტო ინვესტორების მოზიდვა – საქართველოს გადაწყვეტილება იყოს მოწინავე გადახდის მეთოდების დანერგვაში, აძლიერებს საქართველოს, როგორც ფინტექ და ბლოკჩეინ-მეგობრული ჰაბის პოზიციას, რაც აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო მეწარმეებს, სტარტაპებს და კრიპტო-ინოვატორებს ჩვენს ქვეყანაში, როგორც პროგრესულ და მეგობრულ ფინანსურ გარემოში. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის 24 ლიცენზია.

ახალი სტანდარტების დაწესება – ამ ნაბიჯით საქართველო არა მხოლოდ,  ადაპტირდება ფინანსურ ტენდენციებთან, არამედ ლიდერია ამ ტენდენციებში, რითიც მათ შორის ახალ სტანდარტებს ნერგავს, რითაც გზას უკვალავს სხვა ქვეყნებს რეგიონში და მსოფლიოში.

მომავალი აქ არის – კრიპტო და ღია საბანკო გადასახადებით, საქართველო ამტკიცებს, რომ დადგა ციფრული ტრანზაქციების სახელმწიფო სერვისებში და ფინანსურ სექტორში ინტეგრაციის ეპოქა. ამ მიდგომებით საქართველო აუცილებლად იქნება ფინანსური ინოვაციების გლობალური ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები