“ჰამასი” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტებს ისვრის
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ მათ თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს.
როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მან გაანადგურა ერთ-ერთი რაკეტა, ხოლო დანარჩენები დაუსახლებელ მიწაზე დაეცა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია პალესტინის ტერიტორიაზე.